Friday, November 16, 2018
ტრენინგის მეცხრე დღე
გავეცანი კოლეგების ნამუშევრებს, გავუზიარეთ ერთმანეთს აზრი, შევაფასეთ და კომენტარი გავუკეთეთ ერთმანეთის ნაშრომებს. დღევანდელი ტრენინგი, ისევე როგორც ყველა დანარჩენი, მეტად საინტერესო და ხალისიანი იყო. დიდი მადლობა
ჩვენს ტრენერს, ქალბატონ ხათუნას ასეთი საინტერესო და ბევრის მომცემი ტრენინგებისათვის.
Saturday, November 10, 2018
ტრენინგის მერვე დღე
ტრენინგის მერვე დღეს ვისაუბრეთ სასწავლო გარემოს შექმნაზე პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისათვის, ტექნოლოგიების გამოყენებაზე პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის.
გავიგეთ, როგორ გავუწიოთ ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესში, ასევე, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად, რაც ძალიან საინტერესო თემა იყო ჩვენთვის.
გავიგეთ, როგორ გავუწიოთ ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესში, ასევე, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად, რაც ძალიან საინტერესო თემა იყო ჩვენთვის.
Friday, November 9, 2018
ტრენინგის მეშვიდე დღე
ვიმუშავე დიფერენცირებული სწავლების მეთოდებზე , მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით სასწავლო პროცესის დაგეგმვაზე. ძალიან საინტერესო იყო დღევანდელი ტრენინგის მასალებზე მუშაობა.
Saturday, November 3, 2018
ტრენინგის მეექვსე დღე
ძალიან საინტერესო იყო მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების შექმნაზე მუშაობა. ასევე გავეცანით სხვადასხვა ნიმუშს.
Friday, November 2, 2018
Saturday, October 27, 2018
ტრენინგის მეოთხე დღე
ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის მთავარ მახასიათებლებზე: მოსწავლეთათვის მიმართულების მიმცემ საკვანძო საკითხების ფორმულირებაზე;
განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი, განვსაზღვრეთ შეფასება მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად;
დავიწყეთ სასწავლო პროექტის პრეზენტაციის მომზადება.
განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი, განვსაზღვრეთ შეფასება მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად;
დავიწყეთ სასწავლო პროექტის პრეზენტაციის მომზადება.
Friday, October 26, 2018
ტრენინგის მესამე დღე
დავასრულეთ პროექტის დამხმარეზე- ბუკლეტი მშობელს მუშაობა. დავიწყეთ სასწავლო პროექტზე მუშაობა, განვსაზღვრეთ პროექტის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები.
Sunday, October 21, 2018
ტრენინგის მეორე დღე
ვისაუბრეთ პუბლიკაციების შექმნაზე. ვნახეთ მასწავლებელთა მიერ შექმნილი სხვადასხვა პუბლიკაციის ნიმუში. მივიღეთ დავალება , მოვამზადოთ ბროშურა მშობელთათვის.
Saturday, October 20, 2018
ტრენინგის პირველი დღე
მოვისმინეთ ინფორმაცია, როგორ გამოვიყენით ტექნილოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და სწავლის შესაფასებლად. გავიაზრეთ ინტელის ძირითადი კურსის მიზნები, შევქმენით საქაღალდეები მოდულის მასალის შესანახად, გავეცანით პროექტის პორტფოლიების ნიმუშებს. გავაცნობიერეთ. რომ პროექტებით სწავლების მთავარი მიზანი სწავლის ხარისხისა და მოსწავლეთათვის 21-ე საუკუნის შესაფერისი უნარ- ჩვევების ჩამოყალიბებაა.
Subscribe to:
Posts (Atom)