Friday, November 16, 2018

ტრენინგის მეცხრე დღე


გავეცანი კოლეგების ნამუშევრებს, გავუზიარეთ ერთმანეთს აზრი,  შევაფასეთ და  კომენტარი  გავუკეთეთ  ერთმანეთის ნაშრომებს.  დღევანდელი ტრენინგი, ისევე  როგორც  ყველა დანარჩენი,  მეტად საინტერესო და ხალისიანი იყო.  დიდი მადლობა
ჩვენს ტრენერს,  ქალბატონ ხათუნას  ასეთი საინტერესო და ბევრის მომცემი  ტრენინგებისათვის.


სასწავლო პროექტის პორტფოლიო

Saturday, November 10, 2018

ტრენინგის მერვე დღე

ტრენინგის მერვე დღეს ვისაუბრეთ სასწავლო გარემოს შექმნაზე პროექტებზე  დაფუძნებული სწავლების წარმართვისათვის, ტექნოლოგიების გამოყენებაზე პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის.
   გავიგეთ, როგორ გავუწიოთ ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესში, ასევე, როგორ გამოვიყენოთ  ტექნოლოგიები სასწავლო  პრაქტიკის გასაუმჯობესებლად,  რაც ძალიან საინტერესო თემა იყო ჩვენთვის.

Friday, November 9, 2018

ტრენინგის მეშვიდე დღე

     ვიმუშავე  დიფერენცირებული სწავლების მეთოდებზე , მოსწავლეთა საჭიროებების  გათვალისწინებით  სასწავლო  პროცესის დაგეგმვაზე.   ძალიან საინტერესო იყო  დღევანდელი  ტრენინგის მასალებზე მუშაობა.

Saturday, November 3, 2018

ტრენინგის მეექვსე დღე

ძალიან  საინტერესო იყო მოსწავლეთა სავარაუდო  ნაშრომების შექმნაზე მუშაობა.  ასევე  გავეცანით სხვადასხვა ნიმუშს.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი _ პრეზენტაცია